მამუკა მდინარაძე - კითხვა ჩნდება, რატომ დასჭირდა მეუფე იაკობს ასეთი განცხადებები, რა დგას ამის უკან
კითხვა ჩნდება, რატომ დასჭირდა მეუფე იაკობს ასეთი განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც მეუფე აღნიშნავს, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა.
„კითხვა ჩნდება, რატომ დასჭირდა ეს ამ ადამიანს, რა არის ამის რეალური მიზეზი და რა დგას ამის უკან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ თემის კომენტირებისას.