მამუკა მდინარაძე - იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში ვიზიტისას იყო მკაფიო გზავნილები, ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული შედეგებით მივდივართ
იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში ჩვენ შევხვდით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხდა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, შეხვედრები გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
„მათი მხრიდან იყო მკაფიო გზავნილები. კონკრეტული შედეგებით მივდივართ ჩვენს ქვეყანაში. ასევე შეხვედრები გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომელთაც ხაზი გაუსვეს, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ქმნის ძალიან კარგ საინვესტიციო გარემოს და თავისთავად ჩვენი ქვეყნისთვის ეს შესაძლებლობაა. მეორე მხრივ, კონკრეტული შედეგები მიგვაქვს, რაც არის – დეოკუპაციის პოლიტიკის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა. იცით, რომ რეზოლუციებზე იყო საუბარი და ვთხოვეთ კორეელ კოლეგებს, რომ უფრო მკაფიო და პირდაპირი იყოს მხარდაჭერა და ამის დაპირება მივიღეთ. ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამ ქვეყანასთან დაიწყოს, რადგან მიზნობრივი კვლევები ჩატარებულია და კონკრეტული პოზიტიური შედეგებია ამასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით იგეგმება კორეის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში, ასევე იგეგმება პირდაპირი ფრენების დანიშვნა საქართველოსა და კორეას შორის. ასევე საუბარი შედგა საქართველოში საელჩოს გახსნაზე, იყო მხოლოდ კორეის წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ გეგმაზე, რომლის შედეგიც უნდა იყოს, უახლოეს მომავალში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა“, – განაცხადა მდინარაძემ.