მამუკა მდინარაძე - ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად ეპყრობა, ყველა, ვინც ასე იქცევა, არის პირველი ანტიევროპელი
მამუკა მდინარაძე - ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე უდიერად ეპყრობა, ყველა, ვინც ასე იქცევა, არის პირველი ანტიევროპელი

კონსტიტუციის ასე უბრალოდ დარღვევა, იცით, კარგ საქმეზე მიდიოდა, რატომ არ გაუშვითო, ასეთი პათოსი არის უკიდურესად დამაზიანებელი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კონსტიტუციის დარღვევა არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის მიღებული.

„არ არსებობს ევროპული ქვეყანა, ცივილიზებულ სამყაროში ქვეყანა, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ასე მოიხსენიებს და ყველა, ვინც კი ასე უდიერად ეპყრობა და მოიხსენიებს, ის არის პირველი ანტიევროპელი, საკუთარი ქვეყნის და კონსტიტუციის მოწინააღმდეგე. ვინც მხარს არ უჭერს სიმართლეს, ის არის საქართველოს პრეზიდენტის მხარეს, რომელიც მთავარი ოპოზიციონერი გახდა, არათუ დამაბალანსებელი, პოლარიზაციის შემამცირებელი. სხვები, ვინც მას ამაში მხარს უჭერენ, არიან თანამზრახველები კონსტიტუციის დარღვევაში, ეს არ არის უბრალო ამბავი“, – განაცხადა მდინარაძემ.