მამუკა მდინარაძე - ჩვენს ოპონენტებს არც რეიტინგი აქვთ, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ დელეგატებად დააყენონ, ამიტომ ახლა ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე
მამუკა მდინარაძე - ჩვენს ოპონენტებს არც რეიტინგი აქვთ, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ დელეგატებად დააყენონ, ამიტომ ახლა ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე

ჩვენს ოპონენტებს არც რეიტინგი აქვთ, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ დელეგატებად დააყენონ, ამიტომ ახლა ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგატები პროფესიონალიზმის, სანდოობისა და შესაბამის ოლქებში პატივისცემის მიხედვით შეირჩა.

„ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება, ხალხის სიყვარული და პატივისცემა შესაბამის ოლქებში – ეს არის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. ოლქებში ვერ შეარჩიეს 30 ისეთი ადამიანი, რომელთაც გვერდზე მიაწერენ, რომ პარლამენტში მათი წარმომადგენელი იქნება გასვლის შემთხვევაში. არც ამდენი რეიტინგი აქვთ, რომ გამსვლელის სიაში ჩაწერონ ასეთი ადამიანები, არც ისეთი ხალხი ჰყავთ, რომ ასეთი ავტორიტეტი ადამიანები დააყენონ შესაბამის დელეგატებად, ამიტომ ისინი ახლა ისეთსავე ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ ხოლმე ამას“, – აღნიშნა მდინარაძემ.