მამუკა მდინარაძე - ჩვენი პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება
უმაღლესი თანამდებობის პირი ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომელმაც ყაზახეთს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხანდახან რაღაც საერთო მესიჯბოქსში თუ ვჯდებით – თუ მადლობა ყაზახეთს, მადლობა საქართველოსაც, რომელმაც შეიფარა უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ სასაყვედუროა, მაშინ იმათაც უსაყვედურონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.