მამუკა მდინარაძე – ჩვენი პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება

02:23, 02.03.2023

უმაღლესი თანამდებობის პირი ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან მადლობას ეუბნება ყაზახეთს, თუმცა ჩვენთან, რუსებს რატომ უშვებთო, თითის ქნევა მიდის, ასე არ შეიძლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომელმაც ყაზახეთს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ხანდახან რაღაც საერთო მესიჯბოქსში თუ ვჯდებით – თუ მადლობა ყაზახეთს, მადლობა საქართველოსაც, რომელმაც შეიფარა უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ სასაყვედუროა, მაშინ იმათაც უსაყვედურონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი