მამუკა მდინარაძე - ბოტები, ტროლები, ფეიკნიუსები არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი
ბოტები, ტროლები, ფეიკნიუსები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული-ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
მისივე თქმით, დაბრალება, რომ „თითქოს საწყალი „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ვიღაც ამას იყენებს, ესეც თავის მხრივ ფეიკნიუსია“.
„სამწუხაროა, რომ ასეთ ფეიკ-ნუუსებს მათი შუამდგომლობით ვაწყდებით ხოლმე ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებში. ასეთებიც შეგვხვედრია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი გარკვეულა“,- აღნიშნა მდინარაძემ.
„ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.