მამუკა მდინარაძე - ამაყად, ღირსებით გავხდებით ევროკავშირის წევრები, სიმართლე ერთია და წინ ვერაფერი დაუდგება
მამუკა მდინარაძე - ამაყად, ღირსებით გავხდებით ევროკავშირის წევრები, სიმართლე ერთია და წინ ვერაფერი დაუდგება

ამაყად, ღირსებით გავხდებით ევროკავშირის წევრები, სიმართლე ერთია და წინ ვერაფერი დაუდგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იქნება მცდელობა, საქართველო აგენტურამ მართოს, თუმცა ქვეყნის სათავეში ამაყი და დამოუკიდებელი ხელისუფლებაა.

„იქნება დეზინფორმაცია, ჩვენზე ზეწოლა და იმის მცდელობა, საქართველო აგენტურამ მართოს, მაგრამ ქვეყანას მართავს მისი ამაყი და დამოუკიდებელი ხელისუფლება, რასაც წინ ვერაფერი დაუდგება. გვაქვს წარსულის გამოცდილება, სხვა რაღაცები უნდა გვეკეთებინა, რომ სტატუსი მიგვეღო და ეს არ ვაკეთეთ. ორ ფეხზე მყარად დავდექით, ამაყად ვიბრძოლეთ, გავიმარჯვეთ და სტატუსი ასე მოვიპოვეთ. მომავალშიც ზუსტად ასე მოხდება. რაღაცებს უსამართლოდ გვეტყვიან, დაგვემუქრებიან და რაღაც მოხდება, მაგრამ სიმართლე ერთია და ამას ვერაფერი დაუდგება წინ, ევროკავშირის წევრები ამაყად და ღირსებით გავხდებით“, – აღნიშნა მდინარაძემ.