მამუკა მდინარაძე - 29 აპრილის არჩევნები სატესტო რეჟიმში ჩატარდა და გამოჩნდა ყველა პლუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება, ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების დროს
მამუკა მდინარაძე - 29 აპრილის არჩევნები სატესტო რეჟიმში ჩატარდა და გამოჩნდა ყველა პლუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება, ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების დროს

29 აპრილის არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება, ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა, თუკი რაიმე ხარვეზი იყო, ეს წაგვადგება, რომ დასკვნები გამოვიტანოთ შემდეგი არჩევნებისთვის.

„ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესიც, პარტიული წარმატებაც რომ გვერდზე გადავდოთ, ძალიან კარგია, რომ ელექტრონულად ჩატარდა. ძალიან კარგია, რომ თუკი რაიმე ხარვეზი იყო, და ცოტა იყო ასეთი ხარვეზი, ეს წაგვადგება, რომ დასკვნები გამოვიტანოთ შემდეგი არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ დაიხვეწოს, ზუსტად ვიცოდეთ, გამოწვევები რა არის, ამ პრობლემებთან დაკავშირებით გავამახვილოთ ყურადღება, საკანონმდებლო ცვლილება იქნება თუ პრაქტიკული გადაწყვეტა საჭირო, ამაზე ვიმუშაოთ. ეს არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება, ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ცესკო-მ არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა.