ცესკო შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
ცესკო შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცესკო შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი მონაცემების მიხედვით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.

საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები შემდეგია: გურჯაანში, N8 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ზურაბ მუხულიშვილმა მიიღო 1 347 ხმა. თიანეთში ასევე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, იოსებ მათურელმა მიიღო 345 ხმა. ახალციხეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, როინ ნებაძემ მიიღო 463 ხმა. ტყიბულში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, გიორგი კერესელიძემ მიიღო 321 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 86,62 პროცენტია, ხოლო დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატმა, გიორგი გაგოშიძემ 204 ხმა, რაც 13,37 პროცენტია. ქუთაისში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ მიიღო 5 331 ხმა.

მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგების თანახმად, ცაგერში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლევან ზალკანიანმა მიიღო 2 158 ხმა. თერჯოლაში მანუჩარ რობაქიძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ 9 559 ხმა მიიღო.

პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში „თავისუფალი საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ წულეისკირმა მიიღო 1 208 ხმა, რაც მონაწილე ამომრჩეველთა 4,67 პროცენტია, ხოლო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, გიორგი ხახუბიამ მიიღო 24 646 ხმა, რაც ამომრჩეველთა 95,32 პროცენტია.