მამუკა ხაზარაძის მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა.
„დღეს გამოვაცხადებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს – ეს იქნება ანა ნაცვლიშვილი, რომელიც დაინიშნა ჩვენი მოძრაობის სპიკერად. ძალიან მიხარია ანას შემოერთება, დანარჩენს გაიგებთ უახლოეს დღეებში.“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს.