ტყუილი „ქართული ოცნების სამარკო ნიშანია“ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეისბუქზე წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „უხარისხო პრემიერების ტყუილები და არაკომპეტენტურობა უნდა დამთავრდეს, გახარია, ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი, ორივე არაკომპეტენტური, ორივე მატყუარაა“.
მათი მოღვაწეობის შედეგი: ანტირეკორდი კოვიდსიკვდილიანობის. დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება. გაჩერებული ეკონომიკა, ინფლაცია 12.5%, სიღატაკე, უმუშევრობა – 22,1%.
ტყუილის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი: ღარიბაშვილი, 14 აგვისტო – ჯამში დაახლოებით 7 000 კმ-მდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“; 3 სექტემბერი – რვა წლის განმავლობაში 10 000 კმ გზა დავაგეთ; 13 აგვისტო – ბოლო რვა წლის განმავლობაში დავაგეთ 150 კმ მაგისტრალური გზა. თვეში დაგიგიათ მხოლოდ 1.5 კმ მაგისტრალური გზა. არ გრცხვენიათ? ტყუილი ცუდია და არაკომპეტენტურობა უარესი“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „სააკაშვილის პარტნიორი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს და სამი პროცენტი აიღო, ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებასა და ჟურნალისტებს“.