მამუკა ხაზარაძე - ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი, თქვენ იცით, რაზეც ვსაუბრობ, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ
ქართულ ბიზნესში პრაქტიკულად სიმართლის განცდა არ არის, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ხაზარაძე ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბრობს, რომელზე დასწრებასაც, როგორც თავად ამბობს, ნანობს.
„პრაქტიკულად, სიმართლის განცდა არ არის. ერთხელ და სამუდამოდ ეს სადღაც ამოხეთქავდა. ახლა იმის თქმა, რომ ცხრა წლის წინათ უფრო რთული იყო… ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და ხომ უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ხომ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე? მე გეუბნებით, რომ ქართული ბიზნესი აი, ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი. სათქმელი იცი რამდენი აქვთ?! – ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. მე შეცდომა დავუშვი პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი – თქვენ იცით, რა შეხვედრაზე ვსაუბრობ, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ. მოდით, ერთმანეთს თვალებში ვუყუროთ და გულწრფელად ვილაპარაკოთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.