მამუკა ხაზარაძე - საარჩევნო კოდექსზე საკითხები პრინციპულად შეჯერებულია
საარჩევნო კოდექსზე საკითხები პრინციპულად შეჯერებულია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი დგება და არჩევნებს შეფასება აქვს, რომ 2020 არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა, ბუნებრივია, ეს უნდა ითვალისწინებდეს, რომ საარჩევნო კომისია და მისი თავჯდომარე თანამდებობიდან უნდა მიდიოდეს. მარტო კანონმდებლობის შეცვლა საკმარისი არაა, რომ უახლოესი არჩევნები ნდობის მაღალ ხარისხში ჩატარდეს. შესაბამისად, სამუშაო დამთავრებულია. ჩვენმა ფრაქციამ საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა და ხვალ უკვე პროექტის საბოლოო კანონს ვიხილავთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.