მამუკა ხაზარაძე - სააკაშვილმა სიები ალბათ თავის პარტიაში უნდა შეადგინოს
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და ყოველგვარ გაერთიანებულ სიებს ვემიჯნებით, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საარჩევნო სიების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„სააკაშვილმა სიები ალბათ თავის პარტიაში უნდა შეადგინოს. ჩვენ, „ლელოს“ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ვართ დამოუკიდებელი პარტია და ყოველგვარ, ასე ვთქვათ, რაღაც გაერთიანებულ სიებს ვემიჯნებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს გუშინ ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდა.