მამუკა ხაზარაძე - ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღება, რათა  ხელისუფლებაში ვერასდროს მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან რუსებს
მამუკა ხაზარაძე - ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღება, რათა ხელისუფლებაში ვერასდროს მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან რუსებს

ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღება, რათა ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან რუსებს, ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ამასთან, ხაზარაძემ „ძლიერი საქართველოს“ და გიორგი გხარიას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ძლიერი საქართველო“ მზად არის, ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არის პროდასავლური.

„კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, რომ „ძლიერი საქართველო“, რომელსაც მე წარმოვადგენდი მოლაპარაკებაზე, წინა დღეს შეთანხმდა ყველა პირობაზე და მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა. რატომ ჩაიშალა, ამ დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არის პროდასავლური, რათა „რუსული ოცნება“ და რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთვის ერთ-ერთი ნომერ პირველი პრიორიტეტია, ამ ქვეყანაში მიღებულ იქნას ლუსტრაციის კანონი, რათა ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან რუსებს, ვერასდროს მოვიდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.