მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში, ეს არის პოლიტიკური გზავნილი
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში, ეს არის პოლიტიკური გზავნილი

ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს რუსეთში, მოსკოვში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ეს არის მისი პოლიტიკური გზავნილი.

„მე როგორ გავაგდებ (ქვეყნიდან), პროკურორი კი არ ვარ. ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ემსახურება კრემლს, მისი ადგილი არის კრემლში. მე როგორ გავაგდებ, ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა (მოსკოვში). ძალით როგორ შეიძლება, ვინმე გააგდო. ეს არის პოლიტიკური გზავნილი. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ემსახურება კრემლს, პუტინის ინტერესებს საქართველოში, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა უზარმაზარი შანსები, რომელმაც ქვეყანა ჩაძირა კორუფციის ჭაობში, ნეპოტიზმში და ა.შ. ასეთი მენტალობის ადამიანი, რომელიც რუსული ფულით მართავს აქ და აკეთებს რუსულ პოლიტიკას, უნდა იყოს რუსეთში, მოსკოვში“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.