მამუკა ხაზარაძე - ბევრი რამ ვთქვი და კიდევ ვიტყვი
მამუკა ხაზარაძე - ბევრი რამ ვთქვი და კიდევ ვიტყვი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „თიბისი ბანკის“ აქციონერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.

შეხვედრის დაწყებამდე ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბევრი რამ თქვა და კიდევ იტყვის.

„დიდი მადლობა ყველას ინტერესისთვის. ძალიან ვაფასებ, რომ სიმართლის გარკვევა გაინტერესებთ. გთხოვთ, კიდევ 10 წუთი დაგველოდოთ და კომიტეტის სხდომაზე ყველაფერს მოგახსენებთ. ვიდრე კომიტეტი დაიწყება, ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ბევრი რამ ვთქვი, კიდევ ყველაფერს ვიტყვი. დღეს რის თქმას ვაპირებ, სწორი კითხვაა? დღეს რის თქმას ვაპირებ, ახლა მოგიყვეთ თქვენ? ძალიან გთხოვთ, მაცადეთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მთავარი კითხვები „თიბისი ბანკის“ აქციონერებთან პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აქვთ.

საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კითხვებს ასევე ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებითაც დაუსვამს.