მამუკა ხაზარაძე - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე, ჩვენი ადგილი ევროპაშია, ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა
მამუკა ხაზარაძე - 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე, ჩვენი ადგილი ევროპაშია, ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე, ჩვენი ადგილი ევროპაშია, , – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც მამუკა ხაზარაძე წერს, ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა.

„1.ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; 2. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; 3. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით; 4. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში. ეს ბოლო სამი დღის ამბებია… კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა“, – წერს მამუკა ხაზარაძე.