მამუკა ბახტაძე - მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს
მამუკა ბახტაძე - მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს

სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის სიმტკიცის სიმბოლო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცხეთაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვაზე დასასწრებად მივიდა.

მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი იყო, არის და მუდამ იქნება ქართველი ერისთვის რწმენის სიმტკიცის სიმბოლო. მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე.

იცით, რომ ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის უნიკალური მემკვიდრეობა, რაც გვაქვს და თანაც განვავითაროთ ეს ჩვენი სიმდიდრე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.