მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა
მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში დღეს კომპანია „იწის წყლის“ მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო, რომელიც წყლის მოპოვებით იწყება და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემით სრულდება.

საწარმოს ხელმძღვანელობამ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი, რომელთაგან ორი მშობლიურ კუთხეს თბილისიდან დაუბრუნდა.

ISO სერტიფიკატის მფლობელ საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 850 000 დოლარია. მის ასაშენებლად კი კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7500 კვადრატული მეტრი მიწა კომპანიას სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეწარმეს ექსპორტში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას დაჰპირდა.