მამუკა ბახტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური და სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე საზოგადოებაში
მამუკა ბახტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური და სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე საზოგადოებაში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა იყოს აპოლიტიკური უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს.

„ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორიც ალბათ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომ ის კანდიდატი, ვინც შეირჩევა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა სარგებლობდეს ძალიან მაღალი რეპუტაციით როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე ზოგადად საზოგადოებაში. ეს არის ჩემი მიდგომა და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ მიდგომას იზიარებს”, – აღნიშნა პრემიერმა.