საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთის მკვიდრებს თუშეთობას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეს თუშეთობაა. მინდა, ეს დღე განსაკუთრებით მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, თუშეთის მკვიდრებს, თუშ მეცხვარეებს. სწორედ მეცხვარეობას უკავშირდება ეს ლამაზი დღესასწაული, რომელიც უკვე ათეული წლებია, ტრადიციად იქცა.
თუშეთი მართლაც უნიკალური მხარეა, სადაც ხელუხლებლად ინახება საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩვენი სიმდიდრე და საგანძური. თუშების ცხოვრება კი სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების, კეთილშობილებისა და სტუმართმოყვარეობის საუკეთესო მაგალითია.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს მხარეს თუშეთობას”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.