თუშეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ომალოში თუშეთობა აღარ გაიმართება
თუშეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ომალოში თუშეთობა აღარ გაიმართება

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ომალოში თუშეთობა აღარ გაიმართება. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

„3 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, დაგეგმილი იყო თუშეთის სოფელ ომალოში ტრადიციული ღონისძიების „თუში მეცხვარის დღის – თუშეთობის“ ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ღონისძიება აღარ ჩატარდება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, – ნათქვამია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან გუშინ გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.