მამუკა ბახტაძე - საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია
მთავრობა ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვა.
„შესაბამისად, მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით პრიორიტეტული როლი მიენიჭება ქართული ენის შესწავლის კურსებს.
„ამ მხრივ, ჩვენ ძალიან მასშტაბურ აქტივობებს ვგეგმავთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.