მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობის სახელით ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღეს ულოცავს
მამუკა ბახტაძე საქართველოს მთავრობის სახელით ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფრანგ ხალხს ​საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს – ბასტილიის აღების დღეს ულოცავს.

„ჩვენს მეგობარ ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს.

საფრანგეთის რევოლუციამ, ბასტილიის აღებამ საფუძველი დაუდო არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის მომავალს. ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენ ეს ღირებულებები გვაერთიანებს.

ვუსურვებ ფრანგ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.