მამუკა ბახტაძე - საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღე ულოცავს.
ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.