მამუკა ბახტაძე – საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღე ულოცავს.
ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.
Happy #UAIndependenceDay! #Georgia stands firmly with the people of #Ukraine in their struggle for independence & territorial integrity, and we support your determination to build a prosperous #European state. Слава Україні!🇬🇪🇺🇦
— Mamuka Bakhtadze (@BakhtadzeMamuka) 24 August 2019