მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა
მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში იქნება დამონტაჟებული.
„ეს არათუ არალოგიკურია, არამედ ეს გარემოება არის ძალიან ცუდი, მე ასე შევაფასებდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი უმოკლეს ვადებში მოგვარდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთ შეიძლებოდა. მე გავერკვევი დეტალებში, რატომ დადგა ასეთი გარემოება, რომელიც არის ძალინ ცუდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება დამონტაჟებული.