მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რათა ქვეყანა რეგიონის ცენტრად ვაქციოთ
მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რათა ქვეყანა რეგიონის ცენტრად ვაქციოთ

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონის ცენტრად, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეიტინგის მიხედვით – „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“,საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და წინა წელთან შედარებით, ორი ადგილით დაწინაურდა, შესაბამისად, ქვეყანამ ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროპის პალატის აღნიშნული კვლევა ბიზნესის მთლიანი კონტექსტის შეფასებას ეფუძნება, რაც მოიცავს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და ქვეყანაში არსებული პირობების შეფასებას.