მამუკა ბახტაძე – საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რათა ქვეყანა რეგიონის ცენტრად ვაქციოთ

14:23, 13.02.2019

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ის, რომ საქართველო გადავაქციოთ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რეგიონის ცენტრად, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეიტინგის მიხედვით – „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“,საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და წინა წელთან შედარებით, ორი ადგილით დაწინაურდა, შესაბამისად, ქვეყანამ ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილიდან მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ევროპის პალატის აღნიშნული კვლევა ბიზნესის მთლიანი კონტექსტის შეფასებას ეფუძნება, რაც მოიცავს ბიზნესგარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და ქვეყანაში არსებული პირობების შეფასებას.

მსგავსი