საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მსოფლიომ დაკარგა ძლიერი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოს საუკეთესო მეგობარი იყო და ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა. საქართველო მუდამ იქნება სენატორ ლუგარის მადლიერი“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.