საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესა და მოსახლეობას ილიაობას ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს ილიაობას – წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, რომლის მიერ დასახული ღირებულებები დღესაც ჩვენი ერის მამოძრავებელი ძალაა და საფუძვლად უდევს გზას თავისუფლებისკენ. მინდა, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს განსაკუთრებით მივულოცო ანგელოზის დღე და ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილიაობას აღნიშნავს. 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველის, ასევე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღე აღინიშნება. ამასთან, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეც არის.