მამუკა ბახტაძე - მთავრობის წევრებზე გადაწყვეტილებას ვიღებ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი
ჩვენ საკადრო გადაწყვეტილებებს ყოველთვის გავდივართ კონსულტაციების შედეგად და რაც შეეხება მთავრობის წევრებს, გადაწყვეტილებას ვიღებ მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილს დავით სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ორიენტებულია პროგრესზე.
„დღეს საკადრო გადაწყვეტილებას არ ვიღებ. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველაფერზე გვექნება საუბარი, ხომ მარტივია. რატომ გიყვართ სიტუაციის გაზვიადება. მე ჩემს კაბინეტში ასეთი მუშაობის წესები ნამდვილად არ მაქვს დალაგებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული პროგრესზე. ახალი სისხლი ხშირ შემთხვევაში საჭიროა და ამ პრინციპზე მთელი გუნდი ვთანხმდებით. თუ საკადრო გადაწყვეტილება მოხდა, პირველი იქნებით, ვინც გაიგებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ დღეს აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი.