მამუკა ბახტაძე - დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი
მამუკა ბახტაძე - დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი

დავით სერგეენკო იყო, არის და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა,  გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ტოვებს თუ არა თანამდებობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა: „მოვლენებს წინ არ გავუსწროთ.  ჩვენ განვაცხადეთ, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება არის ჩვენი პრიორიტეტი. დავით სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.