მამუკა ბახტაძე მოსახლეობას მარიამობას ულოცავს
მამუკა ბახტაძე მოსახლეობას მარიამობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობას მარიამობას ულოცავს.

„დღეს ქრისტიანული სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას აღნიშნავს. მინდა, მოგილოცოთ ეს უდიდესი დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობა და საქართველოს გაძლიერება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!
გილოცავთ მარიამობას!“, – წერს მამუკა ბახტაძე „ფეისბუქზე“.