მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატ ლელა ჭანკვეტაძის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.
დაცვის მხარემ, პროცესზე 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. ბრალდების მხარე კი, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა, ვინაიდან პროკურორის განცხადებით, არსებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საქმეზე წინა სასამართლო პროცესი პირველ სექტემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული 9 ივლისს დააკავა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ მამის და ბაბუის განზრახ
მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება გუშინ
წარუდგინა.