მამაკაცი, რომელიც მელბურნში ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, პოლიციამ დააკავა
ავსტრალიის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც მელბურნში მანქანით ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.
როგორც ვოქტორიის შტატის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამია, ინციდენტი ქალაქი ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.
დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ჰოსპიტალიზებულია შვიდი დაშავებული.
ამჟამად სამართალდამცველები არკვევენ, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორიზმს.