მამა იოანე - მთავარია სინანული, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ გვაპატიებს და არ შეგვინდობს
მამა იოანე - მთავარია სინანული, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ გვაპატიებს და არ შეგვინდობს

ღმერთი ყოველდღიურად ჩვენთან არის, ყოველ წამს გვიწვდის ორივე ხელს რომ ავდგეთ და მასთან მივიდეთ, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ზურგშექცეულები ვართ ხოლმე ღმერთთან დამოკიდებულებაში, ჩაფლული ვართ მანკიერებაში და ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში, – ამის შესახებ მამა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ადამიანებს ღვთისგან უამრავი გაფრთხილება აქვთ.

„არ გვახსოვს ღმერთი, არ გვახსოვს ადამიანი, არ გვახსოვს მოყვასი. დღევანდელ დღესაც ხედავთ რამდენი განსაცდელებია ჩვენს წინაშე. გამოცდაა ეს ყველაფერი და ქრისტიანებმა ეს ყველაფერი მშვიდობით და სიყვარულით უნდა დავძლიოთ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ასე ვიცით ათი მცნება, რაღაცები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ. ვინც თქვა არ იპარო, მან თქვა, რომ არ იმრუშო, მაგრამ დღეს როგორ ხდება? პარვა ისჯება კანონით, მრუშობა წახალისებულია. ჩვენი სარწმუნოებისთვის ადამიანი არის უმაღლესი ქმნილება ღვთისა და როდესაც დაეცა, ღმერთმა ინება მოევლინა კაცად ამ ქვეყანას და მისივე სისხლით გამოისყიდა ჩვენი სული და ხორცი. ჩვენ ქრისტიანები ვხედავთ, რომ ადამიანი არის მარადიული, იმ ადამიანებს რომლებსაც ჰგონიათ, რომ ჩვენ მათი წინააღმდეგები ვართ და არ გვიყვარს ის ადამიანები და ჩვენ გვძულს ის ადამიანები ძალიან ცდებიან, პირიქით, ჩვენ რომ გვიყვარს იმიტომ ვცდილობთ რომ ეს ადამიანები ვამხილოთ კეთილად, შევაგონოთ რომ ეს არის უდიდესი ცოდვა, რომლის მომავალი არის ტანჯვა და ჯოჯოხეთი. ადამიანებს ყველას მიგვეცა თავისუფალი ნება რა თქმა უნდა, რაც გვინდა შეგვიძლია ის ვაკეთოთ, მაგრამ გვაქვს უამრავი გაფრთხილება ღვთისგან. სწორედ ის ადამიანები არიან მტრები, ვინც მათ ეუბნებიან, თქვენ შეგიძლიათ ასე იცხოვროთ, არანაირი ცოდვა არ არის, ღმერთი სასუფეველში ამ ცოდვითაც მოგახვედრებთ. აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ, იმ ადამიანებისთვისაც ლოცვა, რომელიც ასე გზააბნეულები არიან. მთავარია სინანული, არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ გვაპატიებს და არ შეგვინდობს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.