მალტაზე გასული დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 468 ადამიანი არის ინფიცირებული.
მალტაზე „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ვირუსისგან 379 პაციენტი განიკურნა.