ფოთში, მალთაყვის უბანში, ზღვისპირა ზოლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მსაჯია, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე მსაჯობდა.
ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.