მალთაყვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

19:46, 06.12.2017

ფოთში, მალთაყვის უბანში, ზღვისპირა ზოლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მსაჯია, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე მსაჯობდა.

ამ დროისთვის გარდაცვლილის ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი