მალტაში 2017 წელს ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წარუდგინეს
მალტის გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტ დაფნა კარუანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ სამ მამაკაცს ბრალი წარუდგინა. სამივე მამაკაცი – ვინსენტ მუსკატი, ჯორჯ და ალფრედ დეგიორჯოები მკვლელობიდან მოკლე ხანში დააკავეს. მათ პატიმრობაში 19 თვე გაატარეს.
მალტის კანონმდებლობის მიხედვით ეჭვმიტანილებისთვის ბრალი 20 თვის განმავლობაში უნდა წარედგინათ.
მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები შიშობენ, რომ დაფნა კარუანის მკვლელობის ორგანიზატორები, რომლებიც გამოძიებას ამ დრომდე არ გამოუაშკარავებია, დაუსჯელები დარჩებიან.
2017 წლის 16 ოქტომბერს მალტაში დაფნა კარუანის ავტომობილი აფეთქდა. ჟურნალისტი მალტის ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის შესახებ წერდა.