მალტამ უარი თქვა საზღვრების დახურვის გეგმაზე იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-ზე აცრილები არ არიან
მალტამ უარი თქვა საზღვრების დახურვის გეგმაზე იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-ზე აცრილები არ არიან. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მალტაში ჩამსვლელებს კარანტინის დაუდგენელი ვადები შეეხებათ.
წითლად სერტიფიცირებული ქვეყნებიდან ჩასული მოგზაურებისთვის თვითიზოლაციის პერიოდი 14 დღე იქნება.
მანამდე, მალტაში ჩამსვლელებს მალტის მიერ აღიარებული სერტიფიკატი, ბრიტანული სერტიფიკატი ან ევროკავშირის სერტიფიკატი უნდა წარედგინათ.
ამიერიდან, ქვეყანა ბევრი სხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის და იაპონიის სერტიფიკატებსაც აღიარებს. მალტა ევროკავშირის ყველაზე ვაქცინირებული სახელმწიფოა. ქვეყანაში, სადაც 510 000 ადამიანი ცხოვრობს, ზრდასრული მოსახლეობის 79 პროცენტი ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი.