მალხაზ თორია - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გვაქვს
მალხაზ თორია - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გვაქვს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონში „კოვიდ-19“- ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 401 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ყველას პასუხი უარყოფითია. ამასთან, როგორც მალხაზ თორიამ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, რუხის კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ გვაქვს. გვაქვს შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთს, იქიდან გადმოსულ პირებს. რეგიონში სულ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ფაქტია. გუშინ გაიტესტა 401 პირი,  ყველა პასუხი უარყოფითია. ეპიდზედამხედველობა ამ პირებზე გრძელდება. ჯამში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.