მალიში ორი ფრანგი სამხედრო მოკლეს, კიდევ ერთი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ფრანგი ჯარისკაცი მანქანის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამხედრო მოსამსახურეები მალიში რადიკალი ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში იმყოფებიან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მალიში ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს სამოქალაქო პირების ხელში.
18 აგვისტოს მალიში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გაართულებს.