აფრიკული სახელმწიფო მალის გარდამავალ პრეზიდენტ ასიმი გოიტას ცივი იარაღით თავს დაესხნენ.
ორმა დაუდგენელმა პირმა, ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოს დიდ მეჩეთში ლოცვის დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველ პირზე თავდასხმა სცადა.
შემთხვევის შედეგად, გოიტა არ დაშავებულა და ადგილიდან მისი ევაკუაცია განხორციელდა.