მალაიზიის კინოთეატრებმა ცენზურის სამსახურის მითითებით, ფრედი მერკურიზე გადაღებული ფილმიდან 24 წუთი ამოჭრეს
მალაიზიის კინოთეატრებმა ფილმ Bohemian Rhapsody-დან 24 წუთი ამოჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ცენზურის სამსახურმა ლეგენდარულ მუსიკოსზე, ფრედი მერკურიზე გადაღებულ ფილმში სცენების ნაწილი ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნია.
საუბარია სცნაზე, სადაც ფრედი მერკური მერი ოსტინს უხსნის, რომ ბისექსუალია.
მაყურებელმა ასევე ვერ იხილა ანსამბლ Queen-ის ჰიტის, I Want To Break Free ვიდეორგოლის კადრები.