მალაიზიაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა
მალაიზიაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

მალაიზიაში წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მალაიზიაში სამდღიანი ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობას განგაშის გამოცხადების და დახმარების აღმოჩენის დაგვიანებაში სდებს ბრალს.

გასული დღის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 50 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე პოჰანგის რეგიონი და მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპური.

ამასთან, ოფიციალური პირები შიშობენ, რომ თავშესაფრებში დიდი რაოდენობით ხალხის შეკრებამ, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ უფრო გაართულოს.