მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა
მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა და ავტომობილითა და მოტოციკლეტით მოძრავ ორ პირს დაეცა.
ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. ასევე დაღუპული არიან ბორტზე მყოფი ექვსივე მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი.